კომპანიაში გაერთიანებულია დიდი გამოცდილების მქონე კადრები, რომლებიც უკვე მრავალი წელია მოღვაწეობენ კონკრეტულ სფეროში.
კომპანია უზრუნველჰყოფს სამუშაოს შესრულებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და პასუხს აგებს მის ყოველ განხორციელებულ პროექტზე.
კოპმანიაში მომუშავე პერსონალი იყენებს უახლეს და თანამედროვე ტექნიკას სამუშაოს შესასრულებლად. რაც ჩვენი ხარისხის გარანტიაა.
ტაქეომეტრიული აგეგმვა
ტაქეომეტრიული აგეგმვა სრულდება 1:500 მასშტაბის სიზუსტის შესაბამისად, თანამედროვე მაღალი სიზუსტის მქონე ტაქეომეტრის გამოყენებით. დგომის წერტილზე ტაქეომეტრის გაორიენტირების სიზუსტე არ აღემატება 15მმ. ტოპოგრაფიული ობიექტების აზომვა სრულდა პრიზმის გამოყენებით (მიუდგომელი ადგილების გარდა).
გეგმურ-სიმაღლური წერტილები
გეგმურ-სიმაღლური წერტილებიs აზომვა სრულდება საქართველოში მოქმედი კოორდინატთა სისტემის გამოყენებით (UTM პროექციაში, დატუმი WGS84, სიმაღლე ბალტიის ზღვის დონიდან). ობიექტის მდებარეობის სირთულიდან გამომდინარე შერჩეული იქნება ოპტიმალური GPS კოორდინატების განსაზღვრის მეთოდი. დამაგრებული საბაზისო წერტილის კოორდინატები იზომება GEOCors-ის (საჯარო რეესტრის საბაზისო სადგურების ქსელი) საბაზისო სადგურის შესწორების გათვალისწინებით.
სახლის შიდა და გარე აზომვა, ასევე მიწის აზომვა
დღესდღეობით აღნიშნულ მომსახურებას ფართო გამოყენება გააჩნია, უმთავრსად შიდა აზომვით ნახაზს იყენებენ საჯარო რეესტრში, უძრავი ქონების შიდა ფართობის დაზუსტების ან პირველადი რეგისტრაციისთვის. მფლობელმა აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინოს საჟარო რეესტრში და მომსახურების საფასურის გადახდიდან 4 სამუშაო დღეში დარეგისტრირდება მისი უძრავი ქონების მთლიანი ფართობი.