კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამოცდილი გუნდით გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის გეოდეზიურ/კარტოგრაფიულ მომსახურებას.

group

გამოცდილი ჯგუფი

კომპანიაში გაერთიანებულია დიდი გამოცდილების მქონე კადრები, რომლებიც უკვე მრავალი წელია მოღვაწეობენ კონკრეტულ სფეროში.

thumb_up

ხარისხიანი მომსახურება

კომპანია უზრუნველჰყოფს სამუშაოს შესრულებას საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და პასუხს აგებს მის ყოველ განხორციელებულ პროექტზე.

settings

უახლესი ტექნიკა

კოპმანიაში მომუშავე პერსონალი იყენებს უახლეს და თანამედროვე ტექნიკას სამუშაოს შესასრულებლად. რაც ჩვენი ხარისხის გარანტიაა.



ტოპოგრაფია

ტოპოგრაფია — გეოდეზიიის დარგი, რომლის ამოცანას შეადგენს კარტოგრაფიის უზრუნველყოფა მაღალი სიზუსტის გეოდეზიური საფუძვლის ბაზაზე შექმნილი მსხვილმასშტაბიანი რუკებით; იმავე ბაზაზე საკუთარი საყრდენი საფუძვლის შექმნა შედარებით მცირე სივრცეებისათვის; ადგილის აგეგმვა; განაზომთა მათემატიკური დამუშავება გამონათვალთა გრაფიკულად გამოხაზვა ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით. ტოპოგრაფია შეისწავლის აგრეთვე ტოპოგრაფიული რუკების დახაზვის მეთოდებს.


Unsplashed background img 1
ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
  • ადგილის აგეგმვა
  • განაზომთა მათემატიკური დამუშავება
  • გამონათვალთა გრაფიკულად გამოხაზვა ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით
  • ტოპოგრაფიული და სხვადასხვა ტიპის რუქების შედგენა
  • შიდა და გარე ტერიტორიის აზომვა, დაკვალვა, გამიჯვნა
  • საკადასტრო მონაცემების მოზმადება
  • საჰაერო გადაღება, სივრცული დაგეგმარება.
  • 3D რუქების შექმნა
  • მონაცემების დამუშავება
  • სტერეო რუქების შექმნა
  • ასევე სხვა და სხვა სახის მომსახურება
  • პარტნიორი კომპანიები:
    • leica
    • arcgis
    • dji
    • bosch
    • trimble
    • garmin
    ჩვენი პროდუქტები:

    ტაქეომეტრიული აგეგმვა

    ტაქეომეტრიული აგეგმვა სრულდება 1:500 მასშტაბის სიზუსტის შესაბამისად, თანამედროვე მაღალი სიზუსტის მქონე ტაქეომეტრის გამოყენებით. დგომის წერტილზე ტაქეომეტრის გაორიენტირების სიზუსტე არ აღემატება 15მმ. ტოპოგრაფიული ობიექტების აზომვა სრულდა პრიზმის გამოყენებით (მიუდგომელი ადგილების გარდა).

    გეგმურ-სიმაღლური წერტილები

    გეგმურ-სიმაღლური წერტილებიs აზომვა სრულდება საქართველოში მოქმედი კოორდინატთა სისტემის გამოყენებით (UTM პროექციაში, დატუმი WGS84, სიმაღლე ბალტიის ზღვის დონიდან). ობიექტის მდებარეობის სირთულიდან გამომდინარე შერჩეული იქნება ოპტიმალური GPS კოორდინატების განსაზღვრის მეთოდი. დამაგრებული საბაზისო წერტილის კოორდინატები იზომება GEOCors-ის (საჯარო რეესტრის საბაზისო სადგურების ქსელი) საბაზისო სადგურის შესწორების გათვალისწინებით.

    სახლის შიდა და გარე აზომვა, ასევე მიწის აზომვა

    reestri logo

    დღესდღეობით აღნიშნულ მომსახურებას ფართო გამოყენება გააჩნია, უმთავრსად შიდა აზომვით ნახაზს იყენებენ საჯარო რეესტრში, უძრავი ქონების შიდა ფართობის დაზუსტების ან პირველადი რეგისტრაციისთვის. მფლობელმა აზომვითი ნახაზი უნდა წარადგინოს საჟარო რეესტრში და მომსახურების საფასურის გადახდიდან 4 სამუშაო დღეში დარეგისტრირდება მისი უძრავი ქონების მთლიანი ფართობი.

    ჩვენი პროექტები:
    • ახალსოფელი ჰესი - მდინარე ნინოსხევის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
    • ლისის ტბის ეკო დასახლება - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
    • ტეხური ჰესი - მდინარე ტეხურის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
    • მაგანა ჰესი - მდინარე მაგანას კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
    • ვედი/წირმინგი - მდინარე ხაიშურას კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
    • ღვინის ქარხანა - ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია
    • ლოპოტა ჰესი - მდირის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია
    • დიღომი რეზიდენსი - კერძო სახლებისთვის საჭირო ტერიტორიის კვლევა
    Unsplashed background img 2